საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ სამხედრო გზაზე ზვავსაშიშროებაა

© https://www.facebook.com/georoad.ge/გზის ზვავისგან გაწმენდა
გზის ზვავისგან გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, — იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო აღნიშნული გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

გზის თოვლისგან წმენდა - Sputnik საქართველო
უამინდობის გამო საქართველოს სამხედრო გზა ჩაკეტილია

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების  საწინააღმდეგო ჯაჭვების  გამოყენებით.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ინტენსიური  თოვის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და დაბალი ხილვადობა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0