უამინდობის გამო საქართველოს სამხედრო გზა ჩაკეტილია

© https://www.facebook.com/georoad.ge/გზის თოვლისგან წმენდა
გზის თოვლისგან წმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამინდის გაუარესების გამო, სასაზღვრო პოლიციის რკომენდაციით, ვლადიკავკაზი–ლარსის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი და საქართველოს სამხედრო გზა ჩაკეტილია, — იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილების პრესსამსახური.  

„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, შეუძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციით, ვლადიკავკაზი–ლარსის მონაკვეთზე 2016 წლის 23 იანვრის 21:30 საათიდან ორივე მიმართულებითაა აკრძალული ტრანზიტული სავტოტრანსპორტის მოძრაობა — განსაკუთრებულ განკარგულებამდე“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ყველა ახალი ამბავი
0