თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები თბილისში კვირას ჩატარდება, — იუწყება ორგანიზაციის საიტი.
პრეზიდენტის პოსტზე ორი კანდიდატურაა წარდგენილი: საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ილია ზედგენიძე და რაგბის კავშირის მმართველობის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე.
ორივე კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამები ერთმანეთისგან ბევრით არ განსხვავდება. ზედგენიძეცა და სვანიძეც დარწმუნებულები არიან, რომ აუცილებელია საბავშვო და ახალგაზრდული რაგბის განვითარება, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.
გოჩა სვანიძის თქმით, ისინი არაფერი ახლის გამოგონებას არ აპირებენ, ვინაიდან რაც დღემდეგ კეთდებოდა, ყველაფერი აბსოლუტურად სწორი იყო.
ცოტა ხნით ადრე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის სხვა ორმა პრეტენდენტმა მოხსნა კანდიდატურა არჩევნებიდან: კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ.