ამერიკის კინოაკადემია თავის შემადგენლომაში ქალთა რაოდენობას გააორმაგებს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკინოდარბაზი
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს კინემატოგრაფიული მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მრავალფეროვანი გახადოს აკადემიის შემადგენლობა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აშშ-ს კინემატოგრაფიული მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია აპირებს ორჯერ გაზარდოს ქალებისა და უმცირესობების წარმომადგენლობების რიცხვი აკადემიის წევრთა შორის, ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც კინოაკადემიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

„აშშ-ს კინემატოგრაფიული მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მრავალფეროვანი გახადოს აკადემიის შემადგენლობა. აკადემიის მმართველობის მიზანია, 2020 წლისათვის გააორმაგოს ქალებისა და უმცირესობების წარმომადგენლობების რიცხვი აკადემიაში“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ამერიკის კინოაკადემია შემადგენლობის გადახალისებას აპირებს
 

„ახალ წესებს, რომელიც მართვასა და ხმის მიცემას ეხება, დაუყოვნებელი ეფექტი ექნება და დაიწყება ჩვენი წევრების შემადგენლობის მნიშვნელოვანი ცვლილებები“, — განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკსმა. 

მანამდე  გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი სპაიკ ლი,  მსახიობთა კატეგორიაში ნომინანტებს შორის შავკანიანი მსახიობების არყოფნის გამო, აპირებდა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის ბოიკოტირებას. შავკანიანმა მსახიობმა ჯანა პინკეტ-სმიტმა ასევე განაცხადა, რომ ბოიკოტირებას აპირებს და 28 თებერვალს დაგეგმილ ცერემონიაზე არც ის გამოცხადდება. 

„ოსკარის“ დაჯილდოების  88-ე ცერემონია ჰოლივუდში 28 თებერვალს შედგება. 


ყველა ახალი ამბავი
0