ამერიკის კინოაკადემია შემადგენლობის გადახალისებას აპირებს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში ჰოლივუდის მსახიობთა ნაწილი, იმის გამო რომ „ოსკარის“ პრემიაზე წარდგენილ მსახიობ ნომინანტთა სიაში შავკანიანები არ არიან, კინოაკადემიის ბოიკოტირებას აპირებს.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ამერიკის კინოაკადემია გადადგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ შეცვალოს მონაწილეთა შემადგენლობა, შეიტანოს ცვლილება აკადემიის იმ წევრებს შორის ვინც „ოსკარის“ პრემიაზე წარსადგენ ნომინანტებს არჩევს. იტყობინება РИА Новости, გამომცემლობა Hollywood Reporter-ზე დაყრდნობით.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი სპაიკ ლი აპირებდა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის ბოიკოტირებას იმის გამო, რომ მსახიობთა კატეგორიაში ნომინანტებს შორის შავკანიანი მსახიობები არ არიან.

ლეონარდო დი კაპრიო - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ ნომინაცია: ლიდერობს „გადარჩენილი“ და „შეშლილი მაქსი“

შავკანიანმა მსახიობმა ჯადა პინკეტ-სმიტმა ასევე თქვა რომ არ მოვა ცერემონიაზე, რომელიც 28 თებერვალსაა დაგეგმილი და ბოიკოტს გამოაცხადებს. გარდა ამისა, Twitter-ის ქსელის მიკრობლოგებში სულ უფრო პოპულარული ხდება ჰეშთეგი „OscarsSoWhite“ (ასეთი თეთრი ოსკარი).

„აკადემია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ შეცვალოს ჩვენი მონაწილეების შემადგენლობა. უახლოეს დღეებსა და კვირებში, ჩვენ გადავხედავთ წევრების შერჩევის პროცესს, რათა 2016 წელს და შემდგომში აუცილებელი მრავალფეროვნება შევიტანოთ“, — ციტირებს გამოცემა აკადემიის პრეზიდენტის აიზეკსის სიტყვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე კინოაკადემიას ჰქონდა  შემადგენლობის დივერსიფიკაციის მცდელობები, თუმცა „ცვლილებები ისე სწრაფად არ ხდება როგორც გვინდოდა“ — აღნიშნა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0