მედია: მიშა მესხთან დაკავშირებული ინციდენტი კიევში 3 კვირის წინ მოხდა

© Sputnik / Levan Avlabreliმთავრობა
მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობ მიშა მესხთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელმაც შაბათს ქართული სოციალური ქსელები ააფორიაქა, სამი კვირის წინ მოხდა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ინციდენტი, რომელიც კიევში ცნობილ ქართველ მსახიობს მიხეილ მესხს შეემთხა, სამი კვირის წინ მოხდა, იტყობინება სააგენტო "Новости-Грузия" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.  

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი, თანამგზავრთან ერთად, უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს ტაქსში, რომელსაც ისინი „ბორისპოლის“ აეროპორტში გადაჰყავდა. ტაქსის მძღოლმა პოლიციელები გამოიძახა და პატრულმა ახალგაზრდების სიცოცხლე დროულად იხსნა. 

მსახიობები მიშა მესხი, პაველ დერევიანკო და არტიომ მიხალკოვი (არქივის ფოტო) - Sputnik საქართველო
მსახიობ მიშა მესხის სიცოცხლე კიევში ტაქსის მძღოლმა იხსნა

„ინციდენტს, რომელზეც ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა სამი კვირის წინ ჰქონდა ადგილი და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მან (მესხმა- რე.შენ.) მკურნალობის კურსი გაიარა“, — განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში. 

მიშა მესხი 1982 წლის 11 მაისს დაიბადა. გადაღებულია ფილმებში „გასეირნება ყარაბახში“, „სიყვარული აქცენტით“, „მანდარინები“ და „გაყინული შადრევნების ზაფხული“. მესხმა  ასევე „სახელი მოიხვეჭა“ იმით, რომ 2015 წლის „ოსკარის“ პრემიების გადაცემის ცერემონიაზე  დაეძინა. 


ყველა ახალი ამბავი
0