მსახიობ მიშა მესხის სიცოცხლე კიევში ტაქსის მძღოლმა იხსნა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობები მიშა მესხი, პაველ დერევიანკო და არტიომ მიხალკოვი (არქივის ფოტო)
მსახიობები მიშა მესხი, პაველ დერევიანკო და არტიომ მიხალკოვი (არქივის ფოტო) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მსახიობმა მისა მესხმა და მისმა თანამგზავრმა კიევში ტაქსში გონება დაკარგეს, მძღოლმა დროულად გამოიძახა პატრული რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე გადაარჩინეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთი პოპულარული ქართველი მსახიობი მიშა მესხია,  კიევში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს, იტყობინება 22 იანვარს უკრაინული რეალითი შოუ „პატრული“ ტელეარხზე Эспрессо TV.

ორივე ახალგაზრდამ გონი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებისაგან დაკარგა ტაქსში, რომელსაც მგზავრები „ბორისპოლის“ აეროპორტში გადაჰყავდა. 

ტაქსის მძღოლმა საშველად პოლიციას მოუხმო და სამართალდამცავებმა დროულად შეძლეს მათი სიცოცხლის გადარჩენა. 

პოლიციელებმა ახალგაზრდების იდენტიფიცირება მოახდინეს  და მათი განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელის შვილი, პოპულარული  მსახიობი მიშა მესხი აღმოჩნდა. 

მედიკოსთა განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები გონის დაკარგვამდე შეიძლება მიეყვანა ჰეროინის სინთეტიურ შემცვლელს — მეტადონს. 

ახალგაზრდების პირად ნივთებში ასევე აღმოჩნდა სხვა ტაბლეტები და ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებები იყოს. 

მიშა მესხი 1982 წლის 11 მაისს დაიბადა. გადაღებულია ფილმებში „გასეირნება ყარაბახში“, „სიყვარული აქცენტით“, „მანდარინები“ და „გაყინული შადრევნების ზაფხული“.  მესხმა  ასევე „სახელი მოიხვეჭა“ იმით, რომ 2015 წლის „ოსკარის“ პრემიების გადაცემის ცერემონიაზე  დაეძინა. 


ყველა ახალი ამბავი
0