ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაყიდვით ლარის კურსი ვერ შეაკავა

© photo: Sputnikდოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4694 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმაკურსმა 2.4705 GEL/$1.შეადგინა.

შედეგად, 23 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4694 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.

დოლარი, ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
ლარმა დოლართან მიმართებაში ისტორიული მინიმუმი დაამყარა

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო. 2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ორი აუქციონი გამართა და 40 მილიონი დოლარი გაყიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0