ლარმა დოლართან მიმართებაში ისტორიული მინიმუმი დაამყარა

© Sputnik / Alexander Imedashviliდოლარი, ვალუტის კურსი
დოლარი, ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის 23 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4694 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.

თბილისი, 22  იანვარი — Sputnik. 23 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4694 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.

წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0249 ლარით შემცირდა.

ქართული ვალუტა ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. წინა მინიმუმი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა და იგი 2,451 GEL/$1 —ს შეადგენდა. 

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო. 

2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ორი აუქციონი გამართა და 40 მილიონი დოლარი გაყიდა. 

წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 3 %-ით დაეცა. 

ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები: 

ევრო 1 – 2,6766 GEL

ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5228 GEL

აშშ დოლარი 1 – 2,4694 GEL

თურქული ლირა 1 – 0,8192  GEL

რუსული რუბლი 100 – 3,0883 GEL

აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5487 GEL

სომხური დრამი 1 000 – 5,0874 GEL

უკრაინული გრივნა 10 – 0,9965 GEL


ყველა ახალი ამბავი
0