თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. „ყველა მიზეზი გვაქვს იმისათვის რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები“, განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა დავოსში, იტყობინება ქართული მედია.
"ეს არის კორექტირება ლარის კურსის იმ დევალვაციასთან მიმართებაში რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგეშო ნამდვილად არ არის და ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ საშუალო და გრძელვადიან რაიმე ნეგატიურს ვერ ვხედავთ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
23 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4694 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ლარის ისტორიული მინიმუმია.