ოპოზიცია „გაზპრომის“ საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

© photo: Sputnikგაზის ქვესადგური, არქივის ფოტო
გაზის ქვესადგური, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენმ-ს დეპუტატი თვლის, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ივანიშვილის ჯიბეა, რომელიც მწვავე კონფლიქტში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დანიშნოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რათა განხილულ იქნეს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხი. 

საქართველო ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს კომპანია „გაზპრომთან“ მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოითხოვა რუსეთიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის სომხეთში ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ტრანზიტის საფასურის თანხით გადახდა და არა ნედლეულით, რასაც არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. შეთანხმების ვადა 2015 წლის დეკემბერში ამოიწურა. ამასთან ენერგეტიკის სამინისტრომ  განაცხადა, რომ აპირებს „გაზპრომისაგან“ კომერციული გაზი იყიდოს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: ოპოზიცია „გაზპრომის“ თემით სპეკულირებს

„გაზპრომთან“ დაკავშირებით ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ივანიშვილის ჯიბეა. სახეზეა მწვავე კონფლიქტი ამ პიროვნების ჯიბესა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა ღია საშიშროების  და მისი ნეიტრალიზაციის გზების განსახილეველად“, —   თქვა ენმ-ს  დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრესკონფერენციაზე. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადაა მიიღოს მონაწილეობა სხდომაში, აღნიშნა მან. 

ქართული ოპოზიციის ნაწილი მოუწოდებს ენერგეტიკის სამინისტროს უარი თქვან რუსულ გაზზე. თუმცა ენერგეტიკული უწყების ხელმძღვანელმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ ზამთარში გაზის დეფიციტის გამო რუსულ გაზზე უარის თქმა, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქვეყნის მოსახლეობაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0