სახალხო დამცველი ხმაურზე სასჯელის დაწესებას მოითხოვს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის აპარატში 343 თბილისელის მიერ ხელმოწერილი განცხადება შევიდა, რომლებიც საწარმოებისა და სხვა დაწესებულებების ხმაურს უჩივიან.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქვეყნის პარლამენტს ძლიერი ხმაურის აკრძალვისა და მასზე სასჯელის დაწესების რეკომენდაციით მიმართა.
ომბუდსმენის ამ ნაბიჯს 343 თბილისელის განცხადება დაედო, რომლებიც საწარმოებისა და სხვა დაწესებულებების ხმაურს უჩივიან და უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უკან გაიწვია ის კანონპროექტი, რომელსაც აღნიშნული საკითხი უნდა დაერეგულირებინა.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისური საცობების წინააღმდეგ ბრძოლა - ყინული დაიძრა

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არღვევს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს. აღნიშნული ვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხის დასარეგულირებლად ეფექტურ ზომებს მიიღებს.
დღეისათვის საქართველოში ხმაურის დონე მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით რეგულირდება, რომლის თანახმადაც, ღამის საათებში 30 დეციბელზე მეტი სიმძლავრის ხმაურისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 100 ლარით. 

ყველა ახალი ამბავი
0