საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნება

ვენა
ვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში მხოლოდ ავსტრიის საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს. 2012-2014 წლებში საქართველოში ავსტრიის ელჩის რეზიდენცია ბაქოში მდებარეობდა, ხოლო მანამდე, 1998 წლიდან 2012 წლამდე — ვენაში.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში ავსტრიის საელჩო გაიხსნება. გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ავსტრიელ კოლეგასთან, სებასტიან კურცთან (Sebastian Kurz) დავოსში შეხვედრაზე გაჟღერდა, — იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.  

ამ დროისათვის საქართველოში მხოლოდ ავსტრიის საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს. 2012-2014 წლებში საქართველოში ავსტრიის ელჩის რეზიდენცია ბაქოში მდებარეობდა, ხოლო მანამდე, 1998 წლიდან 2012 წლამდე — ვენაში.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრის ფარგლებში ჯანელიძემ და კურცმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ავსტრიელმა დიპლომატმა აღინიშნა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას და ხაზი გაუსვა როგორც ამ საკითხის, ისე ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. 
ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კურცს საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი.

სებასტიან კურცმა მიხეილ ჯანელიძე ავსტრიაში მიიწვია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამგვარი ვიზიტებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათში ბიზნეს-წრეების წარმომადგენელთა ჩართვას.
საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0