შსს: ქულების სისტემის შემოღება მდიდარ და ღარიბ მძღოლებს გაათანაბრებს

© Sputnikკოსტავას ქუჩა თბილისში
კოსტავას ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არის ის ტენდენცია, რომ შეძლებული ადამიანები წელიწადში ჯარიმებზე ავტოსაგზაო წესების დარღვევისათვის 5-7 ათას ლარს იხდიან და შემდეგ ისევ არღვევენ და უქმნიან საფრთხეს სხვა მოქალაქეებს, - განაცხადა შსს მინისტრმა შალვა ხუციშვილმა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება მდიდარი და ღარიბი მძღოლების გათანაბრების მექანიზმი იქნება, თვლის  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  შალვა ხუციშვილი. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი სისტემის თანახმად, მძღოლის მართვის მოწმობაზე უნდა დარიცხულიყო 100 ქულა, რომელსაც თანდათან დააკლდებოდა გარკვეული რაოდენობა იმის მიხედვით, თუ რა სახის დარღვევა დაუფიქსირდებოდა მძღოლს,  ხოლო ქულების სრულად ამოწურვის შემთხვევაში, ავტომფლობელს მართვის მოწმობა ჩამოერთმეოდა. 

„ამჟამად საქართველოში არის ის ტენდენცია, რომ შეძლებული ადამიანები წელიწადში ჯარიმებზე ავტოსაგზაო წესების დარღვევისათვის 5-7 ათას ლარს იხდიან და შემდეგ ისევ არღვევენ და უქმნიან საფრთხეს სხვა მოქალაქეებს“, — განაცხადა შსს მინისტრმა შალვა ხუციშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, რომლის ტრანსლირება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ხდებოდა. 

მარჯვენასაჭიანი ავტომობილი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას მოითხოვს

ქულების სისტემის შემოღება ქართული ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში არსებობს. 

„ეს იქნება გარკვეული მექანიზმი, რომელიც „მდიდარ“ და „ღარიბ“  მძღოლებს გაათანაბრებს იმისათვის, რომ ვისაც ბევრი ფული აქვს პრივიგირებული არ იყოს“, — განაცხადა ხუციშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0