მასობრივი არეულობების ფაქტზე მოლდავეთის გენპროკურატურამ საქმე აღძრა

© Sputnik/ Miroslav Rotarსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასობრივი არეულობების ფაქტზე, რომელიც პარლამენტის შენობაში ოთხშაბათს მოხდა, მოლდავეთის სსკ-ის 285 მუხლითა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

თბილისი, 21იანვარი — Sputnik.  გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის შენობაში მასიური არეულობების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება „Sputnik მოლდოვა“.

ოთხშაბათს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით მთავრობის არჩევის შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის არჩევის შემდეგ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავდნენ, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან შეხლა-შემოხლა დაიწყო. მიუხედავად სამართალდამცველების წინააღმდეგობისა, მომიტინგეებმა შეძლეს შენობაში შეღწევა. შეტაკებისას 15 ადამიანმა, მათ შორის 9 პოლიციელმა, სხეულის დაზიანებები მიიღეს.

პარლამენტის შტურმი კიშინიოვში - Sputnik საქართველო
კიშინიოვში საპროტესტო აქციებისას 15 ადამიანი დაშავდა

„საგამოძიებო ჯგუფი მაქსიმალურად ეცდება ობიექტურად გამოიძიოს არსებული ვითარება და ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინოს, რომლებიც ზალადობაში არიან ბრალდებულნი“, — ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პარლამენტის შენობაში დამტვრეულია ავეჯი და ტექნიკა.

მასიური არეულობების ორგანიზატორებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


ყველა ახალი ამბავი
0