საქართველოს პრემიერი დავოსში ინვესტორებთან შეხვედრებს მართავს

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIდავოსი ეკონომიკური ფორუმი
დავოსი ეკონომიკური ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანია TataSonsLTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრიმ კომპანიის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ორი მსხვილი საინვესტიციო კომპანია Washington State Investment Board და Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციებით არიან დაინტერესებულნი, აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ორივე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწია.

დავოსი - Sputnik საქართველო
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: ინდუსტრიული რევოლუცია და მიგრაცია

Washington State Investment Board-ის აღმასრულებელ დირექტორთან ტერეზა ვიტმარშთან (Theresa J. Whitmarsh) შეხვედრისას გადაწყდა, რომ კომპანიის სამუშაო ჯგუფი საქართველოს ეწვევა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ბიზნეს-გარემოს საკითხებსა და ენერგეტიკასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პროექტებზე. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველია, ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება კვირიკაშვილის შეხვედრას კომპანია Tata Sons LTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრისთან (Cyrus P Mistry), აქ კომპანიის მიერ ინვესტიციების გაზრდის თაობაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. საირუს მისტრიმ განაცხადა, რომ ბიზნეს-გარემოს გასაცნობად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

Tata Group საქართველოში ინვესტიციებს უკვე ახორციელებს. კერძოდ, კომპანია მდინარე აჭარისწყალზე 600 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მონაწილეა. 


ყველა ახალი ამბავი
0