დევიდ ბოუის ტრიბიუტ-კონცერტი თბილისში: მადლობა, რომ არსებობდი

© Sputnikდევიდ ბოუის ხსოვნის საღამო
დევიდ ბოუის ხსოვნის საღამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ერთ-ერთი ბარის დარბაზი, სადაც ბოუის ხსოვნის საღამო ჩატარდა, გადავსებული იყო. სცენაზე კარაოკეს თანხლებით სიმღერა საღამოს განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ისინი არ გლოვობენ მის წასვლას, ისინი ზეიმობენ, რომ ის არსებობდა. ქართველი როკ-მუსიკოსები, ისევე როგორც დევიდ ბოუის თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში, მის მუსიკასა და იმ ზეგავლენას იხსენებენ, რომელიც ლეგენდარულმა როკ-ვარსკვლავმა ყველა დროის მუსიკალურ საზოგადოებებზე მოახდინა.

დევიდ ბოუის ტრიბიუტ-კონცერტი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ანდერგრაუნდის კლუბში ჩატარდა. უდიდესი ბრიტანელი მუსიკოსის პატივის  მისაგებად საქართველოს არამარტო ცნობილი როკ-შემსრულებლები მივიდნენ, არამედ უბრალო თაყვანისმცემლები და მისი მუსიკის მოყვარულები.

დევიდ ბოუის თაყვანისმცემლებმა კარაოკე-ბარში მომღერლის რეპერტუარი გააცოცხლეს - Sputnik საქართველო
დევიდ ბოუის თაყვანისმცემლებმა კარაოკე-ბარში მომღერლის რეპერტუარი გააცოცხლეს

როგორც Sputnik-თან საუბრისას ჯგუფ TheJetbird-ის ფრონტმენმა დავით ლომიძემ განაცხადა, ისეთი პიროვნება და მუსიკოსი, როგორიც დევიდ ბოუი იყო, მუსიკალურ ჰორიზონტზე კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება. „შეიძლება ვინმე სხვა დაიბადოს და რაიმე სხვა გააკეთოს, მაგრამ ისეთი, როგორიც ბოუია, უკვე აღარ იქნება“, — აღნიშნა მუსიკოსმა.

ნიკა კოჩაროვმა და Young Georgian Lolitaz-მა, რომლებიც საქართველოს „ევროვიზია-2016“-ზე წარადგენენ, ასევე ჯგუფებმა The Jetbird, Lady Heroine, Backwarmer და სხვა შემსრულებლებმა საღამოზე დევიდ ბოუის ცნობილი და საყვარელი ჰიტები შეასრულეს.

ლომიძე ბავშვობიდან ბოუის თაყვანისმცემელია. Hello Spaceboy, Under Pressure, Life on mars?— ბოუი ამ კომპოზიციებით შევიდა ლომიძის სამყაროში და იქ სამარადისოდ დარჩა, აღნიშნა დავითმა.

ქართველმა მუსიკოსმა დევიდ ბოუის ბოლო ალბომზე Blackstar-ზე ისაუბრა, რომლის რელიზიც როკ-ვარსკვლავის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

„ბოუის ეს ალბომი — როგორც რაღაც ცალკე რელიგიაა, ცალკე განზომილება, კოსმოსთან ან იმ სამყაროსთან ძალიან ახლობელი, რომელიც ჩვენი დედამიწის სივრცის გარეთ არსებობს. ეს მუსიკა როგორც ამ ადამიანის არტ-სიკვდილია. ამგვარად, მან დაგვტოვა ასეთი ძლიერი, მაგარი, არაორდინარული და კოსმოსური მუსიკით. მის შემდეგ, რამდენიც ევროპამ და ამერიკამ ერთად აღებულმა არ უნდა ეცადოს, მსგავსს ისინი ვეღარ შექმნიან“, — განაცხადა დავით ლომიძემ.

ბოუის მუსიკას დილამდე არა მხოლოდ ქართველი მელომანები მღეროდნენ. ХХ საუკუნის მუსიკალური გენიის საყვარელი კომპოზიციის მოსასმენად და შესასრულებლად კლუბში არა მხოლოდ პროფესიონალი მუსიკოსები, არამედ მოყვარულები და უბრალოდ, თბილისის სტუმრები მივიდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0