როკ-მომღერლის დევიდ ბოუის ხსოვნისა და მისი ხელოვნების პატივსაცემად, თბილისელი თაყვანისმცემლები ერთ-ერთ კარაოკე-ბარში შეიკრიბნენ.
პროფესიონალი მომღერლები, მუსიკოსები და მოყვარულები რამდენიმე საათის განმავლობაში აპლოდისმენტების თანხლებით ბრიტანელი მომღერლის ცნობილ ჰიტებს ასრულებდნენ.
კარაოკე-ბარი, რომელშიც დევიდ ბოუის ხსოვნის საღამო გაიმართა, გადავსებული იყო. აქ სიმღერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საღამო ცნობილ ქართველ მომღერალს დათო ლომიძეს მიჰყავდა, რომელმაც ბოუის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.