ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს პატრიარქი 659 ბავშვს მონათლავს

გამოწერა
საქართველოში პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. საქართველოს პატრიარქი ყველა იმ ოჯახის მესამე შვილს მონათლავს, რომლებიც ჯვარდაწერილნი არიან. აღნიშნული ინიციატივის მიზანი - საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნათლისღების დღესასწაულზე რითით 42-ე საყოველთაო ნათლობას გამართავს.

მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან — ნათლისღებას აღნიშნავს.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 20:00 სთ-ზე დაიწყება. დღეს ილია მეორის ნათლული 659 პატარა გახდება, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საპატრიარქოზე დაყრდნობით.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოში პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. საქართველოს პატრიარქი ყველა იმ ოჯახის მესამე შვილს მონათლავს, რომლებიც ჯვარდაწერილნი არიან. აღნიშნული ინიციატივის მიზანი — საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაა.

დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 27 ათასი ბავშვი ილია მეორის ნათლულია.

ნათლისღებას სხვაგვარად ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

ნათლისღების დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ტაძრებში წყალკურთხევის რიტუალი სრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0