მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულად საქართველოს პატრიარქი საყოველთაო ნათლობას გამართავს და მისი ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება.ეს იქნება პატრიარქის მიერ ჩატარებული რიგით 42 საყოველთაო ნათლობა. ამ დროისათვის პატრიარქს 26 688 ნათლული ჰყავს.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. 

ტრადიციულად საქართველოს პატრიარქი ამ დღეს საყოველთაო ნათლობას გამართავს და მისი ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი იტყობინება. 

ეს იქნება პატრიარქის მიერ ჩატარებული რიგით 42 საყოველთაო ნათლობა. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  ყოველი ჯვარდაწერილი ოჯახის  რიგით მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა საქართველოს პატრიარქმა 2008 წელს გამოთქვა. სწორედ მაშინ — 19 იანვარს გაიმართა პირველი საყოველთაო ნათლობა. ამ დროისათვის პატრიარქს  26 688 ნათლული ჰყავს. 

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.


ყველა ახალი ამბავი
0