თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეწარმეებისათვის დახმარებას გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ „ლიდერთა ფორუმზე“.
„ლიდერთა ფორუმში“, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღბდნენ მონაწილეობას.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა. ვთვლი, რომ მეწარმეებისთვის ხელშეწყობით ჩვენ საქართველოს ტრანსფორმირებას შევძლებთ“, — იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
ამასთან, კვირიკაშვილმა განმარტა, რომ მთავრობა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დამწყებ ბიზნესმენებს დაეხმარება.
„დამწყები ბიზმესმენებისათვის ჩვენ ახალ პროგრამებს დავიწყებთ და სერიოზულ რესურსსა და ენერგიას დავხარჯავთ იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა ბიზნესმენებს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში“, — დასძინა პრემიერმა.
სტენფორდის უნივერსიტეტმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის (EPRC) ცენტრმა საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემია (Leadership Academy for Development- LAD) გახსნა. პროგრამის მონაწილეები ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის პირველი პირები იქნებიან.