საქართველოს პრემიერმა ბიზნესმენებს ახალი ინიციატივები გააცნო

© Пресс-служба правительства Грузииმთავრობის სხდომა, საარქივო ფოტო.
მთავრობის სხდომა, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა ახალი ინიციატივებით გამოდის- მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო ინიციატივები გააცნო, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნა, — ის ახალი ინიციატივებია,  რომლებზეც მთავრობა უახლოეს მომავალში, დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას წარადგენს. 

„ხელისუფლების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს“, — თქვა პრემიერმა. 

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოში მოგების გადასახადი ნაწილობრივ გაუქმდება

 მისი თქმით, საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს.

 გარდა ამისა იგეგმება  საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს შემოფარგლული;

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუშაობს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა, ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები;

განხორციელდება საგამოძიებო სამსახურის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია;

დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება სტარტაფების დაფინანსების მექანიზმები.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახება

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება.

„ეს იქნება საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ეს ასევე ითვალისწინებს მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას", — განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს.


ყველა ახალი ამბავი
0