საქართველოში გრიპის მხოლოდ ერთი ტიპის -H1N1ვირუსია გავრცელებული

გამოწერა
პაატა იმნაძის თქმით, 100 ათას მოსახლეზე 248 დაავადებული მოდის რაც საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარის ნახევარიც არ არის.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყველა მცხოვრები ერთი სახის გრიპის ვირუსით H1N1-ით ე.წ. „ღორის გრიპით“  არის ავად, განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ეპიდემიის აფეთქებას არ ელოდებიან. ამ დროისათვის დაავადება აღენიშნება 100 ათასი კაციდან 248-ს.

14 იანვარს H1N1 ტიპის ვირუსისაგან თბილისში 39 წლის აჭარის მცხოვრები დაიღუპა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. 

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
სომხეთში გრიპის ვირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეხლა ზამთარია და გრიპი… საქართველოსათვის ეპიდემიური ზღვარი 100 ათას კაცზე 500 კაცია… თუ ადამიანს გრიპი აქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას H1N1 აქვს. სხვა ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს“, — თქვა პაატა იმნაძემ. 

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუხბაია. მისი თქმით, კლინიკაში მომართვიანობა არ გაზრდილა და სამედიცინო დაწესებულება მზადაა მიიღოს მძიმე დაავადებულები და ჩაუტაროს ანტივირუსული მკურნალობა. რაც შეეხება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას, აქ  პაციენტთა მომართვიანობა დეკემბრიდან გაიზარდა. 

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის ეპიდემია მოსალოდნელი არ არის

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, გრიპის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე დარჩნენ სახლებში, გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, ხშირად დაიბანონ ხელი და გაანიავონ შენობა. 

ვირუსი H1N1 მსოფლიოში 2009 წელს გავრცელდა. მას პანდემიურსაც უწოდებენ, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო პანდემია გამოიწვია. ევროპაში იგი წლის მე-40 კვირას იწყება. საქართველოში კი ძალებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0