საქართველოში გრიპის ეპიდემია მოსალოდნელი არ არის

© photo : Pixabay / qimonoმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის შემთხვევები საქართველოში, ჩვეულებრივ, თებერვლის ბოლოს მატულობს, თუმცა ეპიდემიური გავრცელება მოსალოდნელი არ არის, აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპით დაავადების შემთხვევების გაზრდა თებერვლის ბოლოს არის მოსალოდნელი, თუმცა ეპიდემიის საშიშროება არ არის, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ბოლო დროს სომხეთსა და უკრაინაში გრიპის გავრცელების შემთხვევები, მათ შორის, ლეტალური შედეგით, გახშირდა.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
სომხეთში გრიპის ვირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

„ეს ჩვეულებრივი ვითარებაა, რომელიც იყო შარშანაც და შარშანწინაც… ევროპაშიც ასეა. გრიპის აქტიურობა ჯერჯერობით ყველგან დაბალია. ცოტა მეტია ფინეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში… რაოდენობა (გრიპის შემთხვევების) ჩვენთან, ჩვეულებრივ, თებერვლის ბოლოს იზრდება, თუმცა ეპიდემიურ გავრცელებას არ ველოდებით“, — განაცხადა იმნაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ცენტრის მონაცემებით, შემოდგომიდან დღემდე საქართველოში გრიპის 23 ლაბორატორიული შემთხვევა დაფიქსირდა. პრევენციის მიზნით, რისკის მაღალ კატეგორიაში შემავალი 10 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.

2016 წლის 10 იანვრის მონაცემებით, ყოველ 100 ათას ადამიანზე 12-დან 15 ათასამდე გრიპით დაავადების შემთხვევა ფიქსირდება, რაც სეზონური ვირუსისთვის არის დამახასიათებელი.


ყველა ახალი ამბავი
0