საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის პრემიერს შეხვდება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუჟმასთან (Laimdota Straujuma) და სეიმის სპიკერ ინარა მურცნიეცესთან (Ināra Mūrniece).

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუჟმასთან (Laimdota Straujuma) და ლატვიის სეიმის სპიკერ ინარა მურცნიეცესთან (Ināra Mūrniece).

ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი - Sputnik საქართველო
მედია: ლატვიის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს

რაც შეეხება პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისთან (Raimonds Vējonis) დაგეგმილ შეხვედრას, იგი, ლატვიის პრეზიდენტის ჯანმრთელობის გამო, სავარაუდოდ, გადაიდება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია უსუფაშვილის შეხვედრა ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში 19 იანვარს დასრულდება.

საქართველოსა და ლატვიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის 11 თვის განმავლობაში 23,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,6%-ით ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში იმპორტმა დაახლოებით 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა — დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0