თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ბოევიკებს ხელფასი ორჯერ უმცირდებათ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრიტანულ გაზეთ The Independent-ზე დაყრდნობით.
დოკუმენტი „ისლამური სახელმწიფოს“ ე. წ. ხაზინამ გამოაქვეყნა, რომელიც სირიის ქალაქ რაქაშია განთავსებული.
„გამონაკლისი ვითარებების ფონზე, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აწყდება, ხელფასების ორჯერ შემცირება გადაწყდა, ხელფასები გაუნახევრდება ყველა მოჯაჰედს და ამ გადაწყვეტილებიდან, მიუხედავად თანამდებობისა, ვერავინ გათავისუფლდება“, — აღნიშნულია ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების ტექსტში.
რუსეთი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან აწარმოებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან–ნუსრას“ ობიექტებზე. საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა, კასპიის ფლოტილიის ხომალდებმა და შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავმა „დონის როსტოვმა“ ტერორისტების რამდენიმე ათასი ობიექტი გაანადგურეს.
სირიაში, ამის პარალელურად, ტერორისტებზე დარტყმებს ახორციელებს დაახლოებით 65 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელსაც აშშ უდგას სათავეში. რუსეთი და ანტიტერორისტული კოალიცია სხვადასხვა სახის ინფორმაციებს ცვლიან ერთმანეთში, თუმცა უფრო მჭიდრო კოორდინაცია მათ შორის არ არის.