ეკონომისტები CNBC-ს ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შედეგებზე ესაუბრნენ

© photo: Sputnik / Виктор Филатовნავთობის ტუმბო
ნავთობის ტუმბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალიტიკოსების აზრით, ირანის ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნება არახელსაყრელ ეკონომიკურ მომენტს დაემთხვა: ქვეყანას წარმოების ზრდა იმ პერიოდში მოუწევს, როდესაც ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ისედაც ჭარბადაა. თუმცა უკვე არსებული პრობლემების ფონზე, ეს ბაზარზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა ტელეარხმა CNBC-მა ანალიტიკოსებს კომენტარი სთხოვა ირანისთვის სანქციების მოხსნის შედეგების თაობაზე,  — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

კომპანია UBS-ის ანალიტიკოსების, ჯოვანი სტაუვონოსა და დომინიკ შნაიდერის აზრით, ირანის ნავთობის ბაზარზე დასაბრუნებლად უფრო არახელსაყრელი მომენტის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

„ირანული ნავთობის წარმოების ზრდა — როდესაც ნავთობის ბაზარი ისედაც გადატვირთულია, ხოლო ეკონომიკური პრობლემები (განსაკუთრებით, ჩინეთთან დაკავშირებული) კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის ნავთობის მოთხოვნაზე პროგნოზებს — ამაზე უფრო არახელსაყრელი მომენტში ვერ დაიწყებოდა“, — ციტირებს CNBC ანალიტიკოსებს.

ნავთობის ბაზრის მოთამაშეები, სავარაუდოდ, ფსონს ყველაზე არახელსაყრელ შედეგზე დებენ, რაც ბაზრის კიდევ უფრო გადატვირთვას ითვალისწინებს. ნავთობზე დაბალი ფასების გამო, მისი წარმოება ოპეკის არაწევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აშშ-ში, სტაუვონოსა და შნაიდერის აზრით, შეზღუდული იქნება.  ეს კი, თავის მხრივ, მთელი  რიგი ნავთობკომპანიების გაკოტრებასა და ამ სექტორში ინვესტიციების კლებას გამოიწვევს.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუხანი - Sputnik საქართველო
მედია: სანქციების გაუქმების შემდეგ პირველად ირანის პრეზიდენტი ევროპას ეწვევა

კოლეგების აზრს არ იზიარებს ამრიტა სენი, კონსალტინგური სააგენტო Energy Aspects ნავთობის საკითხების მთავარი ანალიტიკოსი. მას არ სჯერა, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნას რაიმე სერიოზული მოჰყვება. „მიგვაჩნია, რომ ირანი ნავთობს ბაზარზე ნელი ტემპებით გაიტანს — სრულიად შესაძლებელია, რომ მან საკმაოდ მკვეთრად გაზარდოს ნავთობის ყოველდღიური წარმოება და 250 ათასი ბარელიდან 400 ათას ბარელზე გავიდეს, მაგრამ ამის შემდეგ იმგვარ ტექნიკურ შეზღუდვებს შეეჯახება, რომლებისთვისაც აუცილებელი იქნება დასავლელი სპეციალისტები და დასავლური ინვესტიციები“, — აღნიშნა მან.

მსგავს პოზიციაზეა ფერეიდუნ ფეშერაკი — FG Energy-ს თავმჯდომარე. მისი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნის ეფექტი კვირის ბოლოსთვის გაივლის. „ნავთობის ბაზარზე ბევრად მეტად სერიოზული საკითხი ახდენს გავლენას და ირანი მხოლოდ საერთო სურათის ნაწილია“, — ხაზი გაუსვა მან.

Manaar Energy-ს კონსალტინგური დირექტორი რობინ მილსი დარწმუნებულია, რომ ირანი ყველა ღონეს იხმარს წარმოების გაზრდისთვის. „ვფიქრობ, ირანი ბაზარზე შეძლებისდაგვარად სწრაფად დაბრუნდება — ქვეყანას შემოსავალი სჭირდება. ირანი ვერ მიაღწევს ექსპორტის იმ დონეს, რომელიც სანქციებამდე არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ ქვეყანაში საკმარისი სახსრები არ  ჩაიდება — ანუ, კიდევ რამდენიმე წელი. თუმცა 2016 წელს დღეში 600-800 ბარელზე გასვლას ვვარაუდობ“, — განაცხადა ანალიტიკოსმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მისი აზრით, ნავთობზე დღეისათვის მძლავრად დაცემული ფასების გათვალისწინებით, მომავალში ფასების მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი აღარ არის.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო „მაგატემ“ 16 იანვარს წარმოადგინა მოხსენება, რომლის თანახმადაც ირანმა საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ამის შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მა ირანს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოუხსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0