თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მომდევნო კვირაში იტალიასა და საფრანგეთს ეწვევა. ეს ირანის მეთაურის პირველი ვიზიტი იქნება სანქციების მოხსნის შემდეგ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
შაბათს, 16 იანვარს, ირანს ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციების უმეტესობა მოეხსნა — ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ წარმოადგინა დასკვნა, სადაც ადასტურებს ქვეყნის ხელისუფლების მზაობას, განახორციელოს მისთვის ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზით შექმნილი პროგრამა თავისი ბირთვული პოტენციალის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. მოგვიანებით ევროკავშირმა და აშშ-მა ირანისთვის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გაუქმება დაადასტურეს.