თამრიკო ჭოხონელიძე: თამრიკო გვერდწითელის მოსმენა ერთი სიამოვნებაა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშითამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო არტისტს თამარ გვერდწითელს დღეს 54 წელი უსრულდება. თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც თამარ გვერდწითელთან ერთად მღეროდა „მზიურში“, მეგობარს იუბილე მიულოცა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ Sputnik-თან საუბრისას თამარ გვერდწითელს დაბადების დღე მიულოცა.

საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელი თბილისში 1962 წლის 18 იანვარს დაიბადა, დღეს მომღერალს 54 წელი უსრულდება.

ანსამბლი მზიური - Sputnik საქართველო
თბილისში ლეგენდარული "მზიურის" სოლისტ მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან

„ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ მას და ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. ყოველთვის მოხარული ვარ ყველას ვუთხრა, რომ თამრიკო ჩემია, ჩვენია! იგი ისეთი ტალანტია, იგი ნამდვილი ტალანტია. და მე მარტო ვოკალის შესახებ არ ვამბობ. ჩემთვის თამრიკო გვერდწითელის მოსმენა- ყოველთვის ერთი სიამოვნებაა“, — განაცხადა ჭოხონელიძემ.

გვერდწითელი და ჭოხონელიძე ბავშვთა ანსამბლ „მზიურში“ ერთად მღეროდნენ. მაშინ თამრიკო გვერდწითელი რვა წლის იყო, ჭოხონელიძე კი — ექვსის.
“მზიური“ მხოლოდ გოგონებისგან შედგებოდა. ანსამბლის რეპერტუარში ქართულ სიმღრებთან ერთად, შედიოდა სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, უკრაინული, იაპონური და თანამედროვე საესტრადო
როგორც თამრიკო ჭოხონელიძემ აღიარა,ბედნიერეი შემთხვევითობით, იგი და თამრიკო გვერდწითელი ერთ დღეს არიან დაბადებულნი. მისი სიტყვებით, „მზიური“ ყოველი წლის 18 იანვარს ორი სოლისტის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

„მინდა თამრიკოს დაბადების დღე მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მას!მე მისი წარმატებები ყოველთვის გამახარებს“, — დასძინა მან.

თამარ გვერდწითელი არაერთი ჯილდოს, მათ შორის ლენინის სახელობის ლენინის სახელობის კომკავშირის ლაურეატის პრემიის (1984), „წლის ადამიანის“ (2002), „კრემლის გრანდის“ (2007) მფლობელია. 2008 წელს მომღერალი პუშკინის სახელობის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0