თბილისში ლეგენდარული "მზიურის" სოლისტ მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან

© photo: Sputnik / Рыбаков / გადასვლა მედიაბანკშიანსამბლი "მზიური"
ანსამბლი მზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით ფილარმონიაში საზეიმო კონცერტი გაიმართება,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ცნობილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე და თავად მაია ჯაბუა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ „მზიურის“სოლისტ მაია ჯაბუას 30 იანვარს თბილისის ფილარმონიის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“ 1970-იან წლებში მუსიკოსმა რაფაელ კაზარიანმა დააარსა. ანსამბლის პირველ თაობაში ჯაბუასთან ერთად იყო დღეისათვის ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი.

მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით ფილარმონიაში საზეიმო კონცერტი გაიმართება,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ცნობილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე და თავად მაია ჯაბუა, იუწყება საქართველოს კულტურის პალატის პრესსამსახური.

კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს.

“მზიურის“ შექმნის იდეა თბილისის პიონერთა სასახლის პიონერთა ბანაკში დაიბადა. ანსამბლი მხოლოდ გოგონებისგან შედგებოდა, ყველა მონაწილე მღეროდა, ცეკვავდა და რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა. ანსამბლის პირველ შემადგენლობაში 21 ბავშვი იყო.

ანსამბლის რეპერტუარი უდავოდ ფართო იყო — ქართულ სიმღრებთან ერთად, შედიოდა სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, უკრაინული, იაპონური და თანამედროვე საესტრადო სიმღრები. გარდა ამისა, „მზიურმა“ ცნობილი ფირფიტა — მიუზიკლი „ჩვენი მეგობარი ბურატინო“ ჩაწერა.

მაია ჯაბუამ „მზიურში“ შესრულებული სიმღერების — „ლეგენდა თბილისზე“ და „მეორე ლეგენდა“-შემდეგ განსაკუთრებით გაითქვა სახელი.

სკოლის დასრულების შემდეგ ჯაბუამ მუსიკალური კარიერა სოლისტის რანგში თბილისის ფილარმონიისა და საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ანსამბლში გააგრძელა. მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში, ათობით სოლო ალბომი აქვს ჩაწერილი. არის საქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი.

1976 წელს „მზიურს“ ლენინის სახელობის კომკავშირის ლაურეატის პრემია გადაეცა. მოზარდებზე „ მზიურის“ გავლენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გოგონების ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები შეიქმნა.






ყველა ახალი ამბავი
0