თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს უძლიერესი ტენისისტი ნიკოლოზ ბასილაშვილის ორშაბათს დიდი შლემის Australian Ope-ის ტურნირზე პირველ მატჩს გამართავს.
მისი მეტოქე ლეგენდარული შვეიცარელი როჯერ ფედერერი იქნება.
ბასილაშვილი, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 104 ადგილი უჭირავს, პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ტურნირიდან ტრავმის გამო გერმანელი ტომი ჰაასი მოიხსნა.
ფედერერი დიდი შლემის ტურნირის მოგების რაოდენობით რეკორდსმენად ითვლება. შვეიცარელის ანგარიშზე 17 ტიტული, მათ შორის Australian Open-ზე ოთხი გამარჯვებაა. ბოლო გამარჯვება ფედერერმა მელბურნში 2010 წელს მოიპოვა.
ბასილაშვილსა და ფედერერს შორის შეხვედრა თბილისის დროით 12:00 სთ-ზე დაიწყება