ბათუმის ბულვარის დასაცავად მოსახლეობამ აქცია გამართა

© мэрия Батумиბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ახალი დოკუმენტის თანახმად, ბულვარის ტერიტორია ზონებად დაიყოფა.

თბილისი, 17  იანვარი — Sputnik. ბათუმის ბულვარის დასაცავად ადგილობრივმა მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია მოწოდებით „არა ბულვარის დამახინჯებას“ გამართა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

ვარდების სკვერში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ბულვარის ისტორიული ნაწილის, მწვანე საფარის, ხეივნებისა და საცალფეხო ბილიკების შენარჩუნება და მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. 

„მე დღეს აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ შეწყდეს ბულვარში ყველა სამუშაო და ერთობლივად მივაღწიოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებას“, — განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ბულვარის მწვანე საფარის შენარჩუნებასა და მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ახალი დოკუმენტის თანახმად, ბულვარის ტერიტორია ზონებად დაიყოფა. ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული დაგეგმარება და კონცეფციის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციების გეგმა 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ბათუმის ბულვარის ისტორია 1885 წლიდან იწყება, როდესაც ბათუმის გენერალ-გუბერნატორი ა.სმეკალოვი ინიციატივით გამოვიდა ზღვის სანაპიროზე სასეირნო ხეივნის შექმნის შესახებ. ამ ინიციატივის ხორცშესხმისათვის საფრანგეთიდან სპეციალურად მოიწვიეს მებაღე-დეკორატორი მიხაილ დ’ ალფონსი. სწორედ მან გაალამაზა ბათუმის ბულვარი პირველი უნიკალური ნარგავებით. ბათუმის ბულვარი არა მარტო ადგილობრივებისათვის, არამედ ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი ლამაზი და აღმაფრთოვანებელი ადგილია.


ყველა ახალი ამბავი
0