დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო რუმინეთში პორტები დაიხურა

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუმინეთში ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში თოვლის სიდიდემ ნახევარ მეტრს მიაღწია. დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა რკინიგზას, რამდენიმე ათეული ავტომაგისტრალი ბლოკირებულია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რუმინეთის ხელისუფლებამ პორტები, მათ შორის კონსტანცას პორტი, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დახურა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

ზღვა - Sputnik საქართველო
უამინდობის გამო ბათუმის პორტი დახურულია

დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა რკინიგზასაც, რამდენიმე ათეული ავტომაგისტრალი ბლოკირებულია. უამინდობის გამო სასწავლო-დაწესებულებებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. რუმინეთის სამხრეთში რამდენიმე ათეული სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო, შსს-მ 6 ათასი პოლიციელის მობილიზება მოახდინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში თოვლის სიდიდემ ნახევარ მეტრს მიაღწია. სინოპტიკოსები გამოდარებას რამდენიმე დღის განმავლობაში არ მოელიან, მათი ვარაუდით ჰაერის ტემპერატურა — 18გრადუსამდე დაეცემა.


ყველა ახალი ამბავი
0