უამინდობის გამო ბათუმის პორტი დახურულია

© photo: Sputnikზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის პორტი 30 დეკემბერს დაიხურა საშტორმო გაფრთხილების გამო, რადგან ქარის სიჩქარემ წამში 22 მეტრს გადააჭარბა, ხოლო პორტის ფუნქციონირებისათვის ქარის სიჩქარე 11 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ქართული მედიის ინფორმაციით, საშტორმო გაფრთხილების გამო ბათუმის პორტი უკვე რამდენიმე დღეა დახურულია. 

ზედიზედ მეოთხე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის გამო პრობლემებია, შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აჭარის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია საქართველოს სამხედრო გზა. 

დიდთოვლობა საქართველოში - Sputnik საქართველო
დიდთოვლობის გამო საქართველოს შსს-ს დახმარებისათვის 700-მდე მოქალაქემ მიმართა

ბათუმის პორტი 30 დეკემბერს დაიხურა საშტორმო გაფრთხილების გამო, რადგან ქარის სიჩქარემ წამში 22 მეტრს გადააჭარბა, ხოლო პორტის ფუნქციონირებისათვის ქარის სიჩქარე 11 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს. 

პორტი მას შემდეგ გაიხსნება, რაც საშტორმო გაფრთხილება მოიხსნება.  გემების დაცლისა და განრიგის გეგმის შედგენისთანავე ნავსადგური გემებს მიიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0