თურქული კომპანიის წინააღმდეგ ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

© courtesy of Municipality of Zugdidiზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ზუგდიდში თურქული კოპმანია დაიწყებს საქმიანობას, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის ავტოვაგზალზე მიკროავტობუსების მძღოლებმა თურქული სატრანსპორტო კომპანია „მეტროს“ წინააღმდეგ, რომელიც რეგიონში საქმიანობას აპირებს, საპროტესტო აქცია გამართეს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
მძღოლებს საქართველოში ახალი სისტემით დააჯარიმებენ

მძღოლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ზუგდიდში თურქული კოპმანია დაიწყებს საქმიანობას, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ზუგდიდი-თბილისის, ისე სხვა ქალაქების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გაფიცულ მძღოლებსა და ავტოსადგურის დისპეტჩერს შორის, რომელმაც მძღოლებს აქციის შეწყვეტისკენ და მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0