მედია: თბილისში დაკარგული პროკურორის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ამ დრომდე მას როგორც ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავები ეძებდნენ. გუშინ სამართალდამცავებმა ქალაქ რუსთავში მისი პირადი მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილი პროკურორის ავტომობილის ადგილსამყოფელი.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე —7 კვარტალში, 24 —ე კორპუსში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი 5 დღის წინ დაკარგულ ვახტანგ ქირიას ეკუთვნის — აღნიშნული ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა დაუდასტურა. გაბიტაშვილმა ჟურნალისტებთან ვარაუდი გამოთქვა, რომ ვახტანგ ქირია მოკლულია, თუმცა განცხადება ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება, იტყობინება ქართული მედია. 

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა სადაც სავარაუდოდ გარდაცვლილი პროკურორი იპოვეს, ქირავდებოდა ხოლმე. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ზუგდიდის საოლქო პროკურორი გაუჩინარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ამ დრომდე მას როგორც ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავები ეძებდნენ. გუშინ სამართალდამცავებმა ქალაქ რუსთავში მისი პირადი მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილი პროკურორის ავტომობილის ადგილსამყოფელი. 

პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მას ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორს ოთხი დღის წინ უცნობმა პირებმა დაურეკეს, რომლის შემდეგ ის სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პოკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გარდაცვლილი ვახტანგ ქირია დაახლოებით 50 წლისაა, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0