ზუგდიდის საოლქო პროკურორი გაუჩინარდა

© https://www.facebook.com/OfficialPOG/საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი დღის წინ პროკურორი ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პოლიცია უკვე რამდენიმე დღეა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას უშედეგოდ ეძებს.

ვახტანგ ქირია ორი დღის წინ გაუჩინარდა. ის არ გამოცხადებულა სამსახურში და არ ეკონტაქტება ოჯახს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

 „ვერსიები არ გვაქვს… მოლოდინის რეჟიმში ვართ“, — განაცხადა ვახტანგ ქირიას ნათესავმა ტელეკომპანიის ეთერში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ქირიას ადგილსამყოფელის დასადგენად აქტიური ქმედებები ხორციელდება, იუწყება სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მონაცემებით, ოთხი დღის წინ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ვის ელაპარაკა ქირია ტელეფონით თავისი გაუჩინარების წინ, ჯერჯერობით უცნობია. დაკარგული პროკურორის ავტომობილი ჯერ არ უპოვიათ, სამაგიეროდ, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ქალაქ რუსთავში ნაპოვნია მისი ტელეფონი.

პოლიცია - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში პროკურორს თავს დაესხნენ

„რუსთავი2“-ის მონაცემებით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი პროფესიული საქმიანობა განიხილება. ადრე ის ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დანაშაულებს იძიებდა.

რამდენიმე დღის წინ ფოთში კიდევ ერთი პროკურორის მანქანას ესროლეს. გამოძიება განრანზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0