პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი ცოლს შორდება

© Страница в Facebook Лелы Киладзеლელა კილაძე და გიგი უგულავა
ლელა კილაძე და გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიგი უგულავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ განქორწინება ორივე მხარის შეთანხმებით გადაწყდა. ისინი ექვსი წლის წინ დაქორწინდნენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ინფორმაცია მეუღლესთან განქორწინების შესახებ ფეისბუქით გაავრცელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავა 2009-2010 წლებში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო. საუბარია თბილისის მერიასთან არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფში“ მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის ფიქტიური საამუშაოების შექმნაზე.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
თბილისის ყოფილ მერს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

 „მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ. ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს“, — აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავა და ლელა კილაძე ექვსი წლის წინ დაქორწინდნენ, მათი შვილი ალექსანდრე ხუთი წლისაა. სანამ უგულავას მეუღლე გახდებოდა, კილაძე ვიზაჟისტად მუშაობდა.

გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის გათვალისწინებით, სასჯელის ვადა გაუნახევრდა და ის საპატიმროში 4 წელსა და 6 თვეს დაჰყოფს. 


ყველა ახალი ამბავი
0