თბილისის ყოფილ მერს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ექს-მერს გიგი უგულავას, რომელიც მხოლოდ ერთი დღე იყო თავისუფალი, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილსერვისის“ საქმეზე, 18 სექტემბერს, პარასკევს,  4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 ერთი დღით ადრე, 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ, იმით იყო განპირობებული, რომ მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის წინასწარ პატიმრობას ცხრა თვეზე მეტხანს უშვებს, არაკონსტიტუციურია. მანამდე  უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა.

 პარასკევს საქალაქო სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში 2009-2010 წლებში. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო. 

 ამასთან, სასამართლომ გაამართლა უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ დაუფლების ეპიზოდში. გამოძიების მტკიცებით, ტელეკომპანიამ მფლობელი საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გათეთრების გზით გამოიცვალა. საუბარია 2008 წელს „იმედის“ მაშინდელ მფლობელ ჯოზეფ კეის კომპანიასთან Lakebots Limited შემდგარ გარიგებაზე. 

 გამოძიების ვერსიით, აფიორა იმაში მდგომარეობდა, რომ უგულავა მოელაპარაკა კომპანია შპს „ახალი რიყეს“ მფლობელს, რომ მას დაებრუნებინა ქალაქისათვის 2006 წელს 7 მილიონ დოლარად შეძენილი თბილისის ცენტრში მდებარე რიყის პარკის ტერიტორია — ოღონდ უკვე 17 მილიონ დოლარად. აქედან 10 მილიონი ჯოზეფ კეისათვის იყო განკუთვნილი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0