ტერაქტებმა ბურკინა-ფასოში 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისამგლოვიარო სანთლები
სამგლოვიარო სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურკინა-ფასოს დედაქალაქის მსხვილ სასტუმროზე შეტევა დაჯგუფება „ალ-მურაბიტუნმა“ განახორციელა. თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ავსტრიის ორი მოქალაქე გაიტაცეს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში ტერორისტული აქტების სერიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,  მათი უმეტესობა უცხოელი იყო. დაახლოებით 30 ადამიანი დაიჭრა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საზღვარგარეთულ მედიაზე დაყრდნობით. 

უცნობმა პირებმა პარასკევს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში ჯერ კაფეს შეუტიეს, შემდეგ სასტუმრო Splendid-ში მძევლები აიყვანეს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის გაეროს თანამშრომლები. საფრანგეთის დიპლომატიურმა მისიამ და რუსეთის საპატიო კონსულმა ეს უკვე ტერორისტულ შეტევად 

SITE-ს მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, ბურკინა-ფასოს დედაქალაქში სასტუმროზე შეტევა უშუალოდ დაჯგუფება “ალ-მურაბიტუნმა“ განახორციელა, რომელიც ნოემბერში მალის დედაქალაქის სასტუმროში შეიჭრა.

ტერორისტები ნეიტრალიზებული არიან

სპეციალური ქვედანაყოფები - Sputnik საქართველო
უაგადუგუში სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია დასრულებულია

ბურკინა-ფასოს უშიშროების ძალებმა ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაციის აქტიური ფაზა დაასრულეს. ტერორისტები გააუვნებელყვეს, მძევლები გაათავისუფლეს.

ბურკინა-ფასოში საფრანგეთის ელჩის ჟილ ტიბოს განცხადებით, სასტუმროდან სულ 150 ადამიანი გამოიყვანეს და მათ აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

აქტიური ფაზა დასრულდა, თუმცა, სააგენტო „ფრანს პრესის“ წყაროს მონაცემებით, ქვეყნის უშიშროების ძალები სასტუმროსა და მასთან მიმდებარე რესტორნის მიდამოებში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

ორი მოქალაქე გატაცებულია

ამ ვითარების პარალელურად, გავრცელდა განცხადება ავსტრიის ორი მოქალაქის გატაცების შესახებ. სააგენტო „როიტერმა“ ქვეყნის უშიშროების სამინისტროს განცხადების საფუძველზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბარაბულეს რაიონში ოჯახური წყვილია გატაცებული.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ეს გატაცება ტერაქტებს უკავშირდება თუ არა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოჯახური წყვილის გატაცების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ მონაცემები მოწმდება. 


ყველა ახალი ამბავი
0