უაგადუგუში სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია დასრულებულია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისპეციალური ქვედანაყოფები
სპეციალური ქვედანაყოფები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობი პირები პარასკევს ბურკინა-ფასოს დედაქალაქში სასტუმრო Splendid-ში შეიჭრნენ, რომელსაც ხშირად სტუმრობენ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის გაეროს თანამშრომლები. ამ დროისთვის სასტუმროდან სულ ცოტა, 126 მძევალია გამოყვანილი.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბურკინა-ფასოს დედაქალაქში ბოევიკების მიერ დაპყრობილი სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, სასტუმროდან სულ ცოტა 126 მძევალია გათავისუფლებული, სამი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი მონაცემებით, ამჟამად იერიში სხვა სასტუმროზე ხორციელდება. 

უცნობმა პირებმა პარასკევს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში ჯერ კაფეს შეუტიეს, შემდეგ სასტუმრო Splendid-ში მძევლები აიყვანეს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის გაეროს თანამშრომლები. საფრანგეთის დიპლომატიურმა მისიამ და რუსეთის საპატიო კონსულმა ეს უკვე ტერორისტულ შეტევად შეაფასეს. ბურკინა-ფასოს უშიშროების ძალებმა ბოევიკების მიერ აღებული სასტუმროს შტურმი დაიწყეს. ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მონაცემებით, თავდასხმას, სულ ცოტა, 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 — დაშავდა. 

ბურკინა-ფასოს სახანძრო სამსახურებმა სასტუმროს მოპირდაპირე რესტორნის ტერასაზე დაახლოებით 10 ცხედარი აღმოაჩინეს.

SITE-ს მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, ბურკინა-ფასოს დედაქალაქში სასტუმროზე შეტევა უშუალოდ დაჯგუფება “ალ-მურაბიტუნმა“ განახორციელა.


ყველა ახალი ამბავი
0