საქართველოს ზამთრის კურორტებზე მალე „მოთხილამურე პატრული“ გამოჩნდება

© photo: Sputnikგუდაურში
გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ზომები ზამთრის კურორტებზე ბოლო დროს მოხშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ინერგება. ახალი პროგრამა საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს ქვეყნის სამთო-სათხილამურო ტრასებზე ე. წ. მოთხილამურე პატრულირების დანერგვაზე მუშაობას შეუდგა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

საუბარია ტრასებზე მოსრიალე მოთხილამურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სისხლში ალკოჰოლის დონის შემოწმების სისტემის დანერგვაზე. ახალი პროგრამა საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

„დღეს ამოვედით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომ შევისწავლოთ ვითარება ადგილზე, დავსახოთ მარშრუტები და გეგმები იმისათვის, რომ ერთი კვირის თავზე მოთხილამურე პატრულმა დაიწყოს პატრულირება, დაიწყოს ეს საპილოტე პროექტი“, — განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს შსს-ს საპტრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოში გამკაცრდება კონტროლი სამთო-სათხილამურო კურორტებზე

ამის პარალელურად, საქართველოს შსს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პირველ ეტაპზე „მოთხილამურე პატრულის“ პროექტი გუდაურში დაინერგება, ხოლო მომავალი წლიდან — საქართველოს ზამთრის ყველა კურორტზე.

სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბაკურიანში ტრასიდან დაშვებისას ქართველი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გუდაურში ერთმანეთს ახალგაზრდა ბიჭი და 12 წლის გოგონა შეეჯახნენ, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბიჭი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0