კიშინიოვის ცენტრში საპროტესტო აქციებზე 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიოპოზიციის საპროტესტო აქცია მოლდოვაში
ოპოზიციის საპროტესტო აქცია მოლდოვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის თანამდებობაზე „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლის პაველ ფილიპის კანდიდატურის დაყენება კანონმდებლობის დარღვევით მოხდა, მიაჩნია მოლდავეთის „სოციალისტების პარტიის“ ლიდერს იგორ დოდონს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, კიშინიოვის ცენტრში მოლდავური ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

მოლდავეთის „სოციალისტების პარტია“ და „ჩვენი პარტია“, ასევე პლატფორმა DA-ს („ღირსება და სიმართლე“) მომხრეები შაბათს საპროტესტო მიტინგებს აწყობენ. ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ.

პარლამენტის შენობის წინ მიტინგი სოციალისტებმა გამართეს. პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა ტრიბუნიდან განაცხადა, რომ სოციალისტები პარლამენტში ნებისმიერი მთავრობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ წავლენ.

მოლდოვის ოპოზიცია მიტინგზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს - Sputnik საქართველო
მოლდოვის ოპოზიცია მიტინგზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

ამ დროისთვის პარლამენტს რენატო უსატის „ჩვენი პარტიის“ მრავალრიცხოვანი კოლონა უახლოვდება. მთავრობის შენობის წინ მოედანზე ასევე პლატფორმა DA-ს მხარდამჭერები აწყობენ საპროტესტო აქციას. მათი რაოდენობა ათასს არ აღემატება. პოლიციამ, მემარცხენე ცენტრისტებისა და მემარჯვენე ცენტრისტების დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მოედნის პერიმეტრს ალყა შემოარტყა. 

პარასკევს მოლდოვის პრეზიდენტმა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი, რომელიც  „დემოკრატიული პარტიის“ წევრია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობამ „დემოკრატიული პარტიის“ წევრის ვლადიმირ პლახოტნიუკის კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა ტიმოფტიმ ეს კანდიდატურა ორჯერ უარყო. ხუთშაბათს გვიან ღამით ტიმოფტიმ პრემიერობის კანდიდატად თავისი მრჩეველი იონ პედურარუ დანიშნა, მაგრამ პარასკევს დღისით მან თავისი კანდიდატურა უკან გაიწვია. ფილიპის კანდიდატურა პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობამ წარუდგინა. გადაწყვეტილების მიღება კიშინიოვში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. 

მოლდოვა ახალ წელს, ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მთავრობის გარეშე შეხვდა. ქვეყნის მთავრობა, რომელსაც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი სტრელეცი ხელმძღვანელობდა, 29 დეკემბერს გადააყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0