მოლდოვის ოპოზიცია მიტინგზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

გამოწერა

„სოციალისტებისა“ და „ჩვენი პარტიის“ მომხრეები კიშინიოვის ცენტრში, პარლამენტის სიახლოვეს განთავსებულ კარვების ქალაქში შეიკრიბნენ ანტისამთავრობო მიტინგის ჩასატარებლად.

„ჩვენი პარტიის“ ლიდერმა რენატო უსატიმ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ ვლადიმირ პლახოტნიუკის მოლდოვის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ მთავარს — მთელი ქვეყანა გამოვაფხიზლეთ. ჩვენ ყველას ავიხსენით, რომ მოლდოვის მოქალაქეებს ვეღარ მოატყუებენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე. ადამიანებმა გამოღვიძება დაიწყეს“, — განაცხადა რენატო უსატიმ და დაამატა, რომ „მოლდოვის მოქალაქეები ვალდებულები არიან მიაღწიონ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას“.

ყველა ახალი ამბავი
0