საკადრო წმენდა შსს-ში - რეგიონების პოლიციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები უკვე დატოვეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. 2016 შს სამინისტროში საკადრო ცვლილებებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს, იუწყება ქართული მედია.

როგორც ცნობილია საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რეგიონების ძალოვანებთან შეხვედრა 14 იანვარს გამართა, რომელზეც რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება დანაშაულს უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს

"ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და ძირეული ცვლილებებისა, რომელიც შსს-ში იგეგმება. მე დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით წარმატებულები კრიმინალთან ბრძოლაში", — განაცხადა მღებრიშვილმა. 

აღნიშნული ცვლილება ძალოვან უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა. თანამდებობები უკვე დატოვეს იმერეთის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა.

ყველა ახალი ამბავი
0