თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა თბილისთან ახლოს აშენდება, იუწყება „საპარტნიორო ფონდი“.
13,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2017 წლის დასაწყისში პირველი სერტიფიცირებული პორდუქციის გამოშვება იგეგმება. პროექტზე, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, სახელმწიფო ფონდი ქართულ კომპანია Ytong Caucasus-თან და გერმანულ Xella-სთან ერთად მუშაობს.
მიღებული ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში დარჩება, ნაწილის ექსპორტი კი აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში იგეგმება.
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ნინო ჩოლოყაშვილის განცხადებით, ბლოკის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის მოპოვება საქართველოში მოხდება.