საქართველოში მოლდავური გემი დააკავეს

© Министерство по охране окружающей средыსაქართველოში მოლდავური გემი დააკავეს
საქართველოში მოლდავური გემი დააკავეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის კაპიტანი, რომელიც 27 ათასი აშშ დოლარით დაჯარიმდა, საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებას მხოლოდ გარემოს დაბინძურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შემდეგ შეძლებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ფოთში, სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრისთვის, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, იუწყება პარასკევს, 15 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. 

გემის კაპიტანი 65 ათასი ლარით (27 ათასი აშშ დოლარი) დაჯარიმდა. ის ასევე ვალდებულია, გარემოსთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

შავი ზღვა - Sputnik საქართველო
საქართველოში თურქული გემი დააკავეს

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0