საგარეო უწყება: 2016 წელი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისათვის

© facebook.com/Margvelashviliსავიზო რეჟმის გამარტივება
სავიზო რეჟმის გამარტივება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა ივლისში ვარშავაში დაგეგმილ ნატის სამიტს. ამასთან დაკავშირებით ჯანელიძემ ხაზი გაუსვა პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 2016 წელი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იტყობინება ტელეარხი „რუსთავი 2“. 

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა მოადგილესთან ერთად შეხვედრა გამართა. უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანელიძემ განაცხადა მხარეებმა 2016 წლის გეგმები განიხილეს. 

"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წელია ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ახალი დღის წესრიგია შესამუშავებელი, სხვა სექტორული თანამშრომლობაა გასაღრმავებელი“, — თქვა მინისტრმა. 

იოჰანეს ჰანი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
იოჰანეს ჰანმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები შეაფასა

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა მიმდინარე წლის ივლისში ვარშავაში დაგეგმილ ნატის სამიტს. ამასთან დაკავშირებით ჯანელიძემ ხაზი გაუსვა პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას.

 

ჩვენ მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისათვის. ერთობლივად გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი"- განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0