თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა (Johannes Hahn) ხუთშაბათს, 26 ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისარმა მინაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში, რომელიც ხუთშაბათს საქართველოს დედაქალაქში გაიმართა.
„თქვენს ქვეყანაში გამართული შეხვედრების სერია ეძღვნება იმ განსაკუთრებულ მიღწევებს, რომელსაც საქართველომ ბოლო დროს მიაღწია. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის შედეგებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის დაამ დროისათვის ღრმად ვარ დარწმუნებული მომავალ პროგრესში“, — თქვა ხანმა.
თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.
„ჩვენ მზად ვართ აქტიურად შევიტანოთ წვლილი მომავალ განვითარებაში. მხედველობაში გვაქვს ჩვენი პარტნიორობის განვითარება. ასევე გავაღრმავოთ ურთიერთობები და ასოცირება ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. საქართველო მზად არის სრულად გამოიყენოს ტავისი პოტენციალი ამ ურთიერთობების განვითარებისათვის“, — თქვა კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.
თბილისში ასევე იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვის — ნატალია გერმან, სომხეთის — ედვარდ ნალბანდიანი, აზერბაიჯანის — ელმარ მამედიაროვი ასევე დელეგაციები ბელორუსიდან და უკრაინიდან.
პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მინისტრებს შორის არაფორმალური დიალოგები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სამინისტროების დარგობრივი ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.