საქართველო და გერმანია მეგობრობის 25 წლის თავს აღნიშნავენ

© facebook.com/mfageorgiaგიორგი ჯანელიძე და ბეტინა კადენბახი
გიორგი ჯანელიძე და ბეტინა კადენბახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველო და გერმანია 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავს აღნიშნავენ. 

სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. გარდა ამისა 2017 წელს აღინიშნება საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის თავი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ბეტინა კადენბახმა (Bettina Cadenbach) ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ გერმანიის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში გერმანული ინვესტიციების მოზიდვას.

გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოსცეს - Sputnik საქართველო
გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოსცეს

ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. ამასთან, ელჩმა კვლავ დაადასტურა ბერლინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების კურსის, დასავლეთთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


ყველა ახალი ამბავი
0